saqarTvelos mwvervalebi - nakra

 

ნაკრა - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ნაკრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3700 მ. აგებულია კამბრიულისწინა ფიქლებით. დამახასიათებელია ალპური რელიეფი. კალთებზე ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტია.